საინვესტიციო პაკეტები
ინვესტორის სტატუსის მისაღებად დაინტერესებული პირი ავსებს ინვესტორის აპლიკაციას, რომლის პასუხების მიხედვით ერიცხება ქულები. პოტენციური ინვესტორის მიერ დაგროვებული ქულების შედეგების მიხედვით ჩვენი კომპანია ნდობითი მართვის პროდუქტის ფარგლებში გთავაზობთ 3 ძირითად პაკეტს
საინვესტიციო კალკულატორი
იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო წარმოდგენა შეგექმნათ, თუ რა მოგებას მიიღებთ კონკრეტული თანხითა და პორტფელით ინვესტირების შემთხვევაში, შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი ცხრილი:
კონსერვატიული
პერიოდი (თვე) | 1 – 24 თვე |
პირველადი ინვესტიცია | 10 000.00 აშშ დოლარი |
თვიური დანამატი | 0.00 აშშ დოლარი |
ჯამური ინვესტიცია | 10 000.00 აშშ დოლარი |
ჯამური სარგებელი | 2099.95 აშშ დოლარი |
ჯამური სარგებელი %-ში | 20.99 % |
ნაშთი პერიოდის ბოლოს | 12 099.95 აშშ დოლარი |
ბალანსირებული
პერიოდი (თვე) | 1 – 24 თვე |
პირველადი ინვესტიცია | 10 000.00 აშშ დოლარი |
თვიური დანამატი | 200.00 აშშ დოლარი |
ჯამური ინვესტიცია | 14 600.00 აშშ დოლარი |
ჯამური სარგებელი | 5300.06 აშშ დოლარი |
ჯამური სარგებელი %-ში | 36.30 % |
ნაშთი პერიოდის ბოლოს | 19 900.06 აშშ დოლარი |
ინვესტირების პროცესი
პროცესი
უშუალოდ პროცესი: მრავალწლიანმა გამოცდილებამ და უამრავმა წარმატებით განხორციელებულმა ფინანსურმა ოპერაციამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ კაპიტალის ნდობით მართვის პროცესში, უკონკურენტოა ალგორითმულ სისტემებზე დაყრდნობილი სავაჭრო სტრატეგიების გამოყენება, სადაც რისკი არ აღემატება 30%-ს, ხოლო უარყოფითი ბალანსის შეჩერება შესაძლებელია 7%-იან საზღვრებში
- ჩვენ მიერ შექმნილი ყველა სტრატეგია გამოცდილია ბაზარზე მუშაობის რეალურ პირობებში
- წინასწარი ტესტირება განხორციელდება ბოლო 5 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით
- ბაზრის რეალურ პირობებში ტესტირება 12 თვის განმავლობაში გრძელდება
- სტრატეგიებით მიღებული მოგება რამდენჯერმე აღემატება, საბანკო დეპოზიტებით მიღებულ შემოსავალს
- ნებისმიერი სტრატეგია უნდა გაუმკლავდეს, არანაკლებ 10 მილიონი დოლარის მოცულობის გარიგებას, ერთ ციკლზე
შედარება
როგორც ვიცით, ინვესტირების მთავარი ასპექტი კაპიტალის გამოცოცხლებაა. დღესდღეობით, ინვესტიციების მართვაში გადაცემა ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ ბიზნესის ფორმას წარმოადგენს. ეს საშუალებას გვაძლევს: 1) გავზარდოთ თავისუფალი სახსრების მოცულობა 2) მივიღოთ ძირითადი შემოსავალი (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის შემთხვევაში). ამჟამად კომბინირებული ინვესტიციის ფორმა ყველაზე მოთხოვნადია, რაც გულისხმობს ფინანსური სახსრების განაწილებას, როგორც ჩვენს კომპანიაში, ასევე საბანკო დაწესებულებაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბანკებში განთავსებული სახსრებიდან მიღებული მოგება ნაწილობრივ, ან სრულად ფარავს "სარისკო კაპიტალის” მოცულობას.

ინფრასტრუქტურა
ნდობით მართვის ფარგლებში გამოყენებული ყოველი სტრატეგია თამაშობს საკვანძო როლს, როგორც შემოსავლის მიღებაში, აგრეთვე კაპიტალის მართვის გზით რისკების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიღწევაში. სისტემების მაქსიმალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გვაქვს უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, როგორც ფიზიკური კონტროლის წერტილი, აგრეთვე ბაზარზე ბრძანებების უფრო ზუსტად შესრულებისათვის, ვიყენებთ სპეციალურ აღჭურვილობას, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტის მეშვეობით, გაგზავნილი მონაცემების პაკეტების კონტროლს, ლიკვიდურობის პროვაიდერის დამატებითი "გვირაბების" შექმნის გზით. ინფრასტრუქტურა შექმნილია Cisco და MicroTIK როუტერებით, ასევე კიბერ-უსაფრთხოებისათვის ამოქმედებულია barracuda firewall.
იხილეთ ეროვნული ბანკის ლიცენზია
ჩვენ შესახებ
წვდომა 80 ათასზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტსა და მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ბაზრებზე; პირველად საქართველოში FIX 4.4 პროტოკოლი
პირველი ქართულენოვანი წიგნი ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის შესახებ: „ვაჭრობის საფუძვლები“. პროპ-ტრეიდინგული გუნდის სრულყოფა, 52 წამყვან საერთაშორისო ბირჟაზე წვდომა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზია; ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ვაჭრობის მიზნით, საქართველოში პირველი პროპ-ტრეიდინგული დეპარტამენტის შექმნა.
FINANCIAL TIMES-ში მონაწილეობა სავალუტო ბაზრის ექსპერტის სტატუსით; EXTERNAL ASSET სტატუსის მიღება, DUKASCOPY BANK AG ბანკისგან.
პირველი R&D დეპარტამენტის ფორმირება; ფულადი სახსრების სამართავი დამატებითი ავტომატიზირებული სისტემების შემუშავება.
განხორციელდა პირველი კომერციული საინვესტიციო პორტფელის ფორმირება.
კომპანია დაფუძნდა 2014 წელს, როგორც „დამოუკიდებელ ტრეიდერთა კლუბი“ და ამავე წელს განხორციელდა 1000 აშშ დოლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია.